

სამოტივაციო წერილის დაწერა
სამოტივაციო წერილის სწორი გზავნილებით დაწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რაც დაგეხმარებათ სასურველ ვაკანსიაში თქვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.
სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს მხოლოდ დოკუმენტი, რომელიც cv-ს დანართს წარმოადგენს, არამედ იგი უნდა იყოს თქვენი პიროვნების იდენტიფიკატორი. სამოტივაციო წერილით თქვენ შეძლებთ სწორი წარმოდგენა შეუქმნათ დამსაქმებელს თქვენს თავზე. მისი საშუალებით დამსაქმებელმა უნდა გამოგარჩიოთ უამრავ აპლიკანტს შორის. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ სამოტივაციო წერილის წაკითხვისას დამსაქმებელს თქვენთან თანამშრომლობის თუ არა, თქვენთან შეხვედრის სურვილი მაინც გაუჩნდეს. სამოტივაციო წერილის სტრუქტურას რაც შეეხება, იგი არ უნდა იყოს გრძელი, არამედ უმჯობესია რომ იყოს მოკლე, 120 -150 სიტყვის შუალედში. წარმოიდგინეთ, დამსაქმებლის მდგომარეობა როდესაც ასობით აპლიკაციას ეცნობა. თუ თქვენი წერილი უსაშველოდ გრძელი იქნება, 95-%იანი ალბათობით იგი მას გვერდით გადადებს და არც წაიკითხავს.
სამოტივაციო წერილი უნდა იყოს შედგენილი შემდეგი სტრუქტურით:
იმედია სტატია გამოგადგებათ იმისთვის, რომ შექმნათ კარგი სამოტივაციო წერილი. გირჩევთ, რომ ყოველი წერილი იყოს ვაკანსიის ადეკვატური, ამისთვის კი უნდა ეცადოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიოთ არსებულ ვაკანსიაზე.
სამოტივაციო წერილის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – სამოტივაციო წერილის ნიმუში.