ადვოკატი დავით მეტრეველი, გირავდება ბინა

„გირავდება ბინა მესაკუთრის ცხოვრების უფლებით“?!

„გირავდება ბინა მესაკუთრის ცხოვრების უფლებით“- გვატყუებენ?!

ადვოკატი დავით მეტრეველი განმარტავს:

“გირავდება ბინა მესაკუთრის ცხოვრების უფლებით”- ამ შინაარსის განცხადებებში გპირდებიან რომ გადაგვიხდიან არარეალურად მაღალ საპროცენტო სარგებელს… ზოგადად კი, რომაელები ამბობდნენ: „ზედმეტად კარგი პირობები ყოველთვის ეჭვს იწვევსო“.
არასოდეს არ გაასესხოთ თანხა, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებაად გიტვირთავენ საცხოვრებელ სახლს/ბინას იმ პირობით, რომ მესაკუთრე დარჩება ბინაში და გადაგიხდით ქირას.
მოდით ვნახოთ რაშია საქმე:
სსკს 286-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირზე/ინდ. მეწარმეზე გაცემული/გასაცემი სესხის უზრუნველსაყოფად არ შეიძლება დაიტვირთოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
თუმცა, არსებობს გამონაკლისი: ზემოთხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გამსესხებელს ქონება გადაეცემა საცხოვრებელ სადგომად გამოყენებისთვის. ხაზს ვუსვამ, ქონება უნდა გადმოგეცეთ საცხოვრებლად (ამ დროს ვაფორმებთ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებას).
რისკი: თუ ასეთი ქონების საფუძველზე სესხს გასცემთ, ხოლო მოვალე თანხას არ დაგიბრუნებთ, არსებობს შესაძლებლობა რომ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით ვერ შეძლოთ გასესხებული თანხის დაბრუნება.
და კიდევ, არასოდეს არ ენდოთ ნოტარიუსს, რომლის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციაში დარწმუნებული არ ხართ.
ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კომპანიისგან სხვადასხვა რჩევებს და სტატიებს.

[elementor-template id="2937"]