იარაღის სახეები

იარაღის სახეები კანონის მიხედვით

დღეს გვინდა თქვენთან ერთად განვიხილოთ იარაღის სახეები. ხშირად, ტელევიზიაში საუბრობენ რომ პირს ცივი იარაღით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა და ა.შ. და ჩვენც ინტერესი გვიჩნდება, თუ რა მოიაზრება ცივ იარაღში, მხოლოდ დანა თუ კიდევ სხვა რამ.

ასევე, საკუთარ  თავს ვეკითხებით ხოლმე, თუ კიდევ რა იარაღის სახეები შეიძლება არსებობდეს.

იურიდიული კომპანია სამართლის ხელის თანადამფუძნებელი და წამყვანი იურისტი, ადვოკატი დავით მეტრეველი დაგვეხმარება ჩვენთვის გასაგებ ენით გადმოგვცეს თუ რა  იარაღის სახეები არსებობს.

ვიდრე იარაღის სახეების განხილვას დავიწყებდეთ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ თუ რას მოიაზრებს კანონი იარაღად.

იარაღის შესახებ კანონი განსაზღვრავს, რომ იარაღი, ესაა მოწყობილობა, მათი ერთობლიობა ან საგანი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ცოცხალ ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

იარაღის სახეებს კანონონიგანსაზღვრავსშემდეგნაირად.

ცეცხლსასროლი იარაღი – ამ კატეგორიას განეკუთვნება იარაღი, რომელიც ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი  ბიძგის მეშვეობით აღძრული საგნის მანძილზე გატყორცნით იწვევს მექანიკურ  დაზიანებას;

ცივი იარაღი- ეს არის ადამიანის უშუალო ფიზ. ძალის შედეგად აღძრვრადი საგანი, რომელიც უშუალო შეხების საშუალებით აზიანებს ობიექტს, მაგალითად დანა.

ცივი სასროლი იარაღი- ადამიანის ფიზიკური  ძალის ან მექანიზმზე ფიზიკური ზემოქმედები მეშვეობით ხდება საგნის აღძვრა და განკუთვნილია ობიექტის ფიზიკური დაზიანებისთვის.

გაზის იარაღი- ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით გამოიყენება ობიექტის ჯანმრთელობის მოკლე  პერიოდით დასაზიანებლად;

საფანტი იარაღი-იწვევს ტკივილს, მაგრამ არ აღწევს ცოცხალი ობიექტის ორგანიზმში.

პნევმატური იარაღი- შეკუმშული  წნევის მეშვეობით აღძრავს ჭურვს და გამოიყენება მანძილიდან ობიექტის დასაზიანებლად.

საკოლექციო იარაღი, ყველა  ადვოკატი ერთხელ  მაინც დამდგარა ამ დეფინიციის განმარტების  საჭიროების წინაშე, ესარის იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირებ.

ეს არის ყველა ძირითადი იარაღის ფორმა, რაც კანონმდებლობაში აღწერილია.

მეტი სასარგებლო სტატიისთვის ეწვიეთ ლინკს.

[elementor-template id="2937"]