სამსახურიდან გათავისუფლება

სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები

რა საფუძვლით შეიძლება გაგვათავისუფლონ სამსახურიდან?

რა შეგვიძლია მოვითხოვოთ თუ უკანონოდ გაგვათავისუფლეს?

ადვოკატი დავით მეტრეველი  სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ.
დამეთანხმებით, შრომის კოდექსი ჩვენს ქვეყანაში ბუტაფორიაა, ალბათ კლასგარეშე ლიტერატურას უფრო უნდა განვუკუთვნებდეთ… მ ა გ რ ა მ… სწორედ ეს გარემოება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ ვისწავლოთ, ვასწავლოთ და შევცვალოთ.
ამიტომ, მე როგორც ადვოკატი (დამატებით რეგალიებს აღარ ჩამოვთვლი), ვიღებ გადაწყვეტილებას ვიტვირთო ჩემი წილი სოციალური_პასუხსიმგებლობა და შეკვეცილად, მაგრამ ამომწურავად ვწერო.
ამავდროულად გიტოვებთ საკუთარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან ვფიქრობ რომ სწორედ საკუთარი დასკნებია ცოდნის შეძენის ერთადერთი წყარო (ავტორის შენიშვნა – აინშტაინი ამბობდა ცოდნის შეძენის ერთადერთი წყარო გამოცდილებააო; რობესპიერი კიდევ ასე ამბობდა „არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერებიო“- დ.მ.).
რა შემთხვევაში შეიძლება შეგვიწყდეს შრომითი ხელშეკრულება? რა საფუძვლით შეუძლია დამსაქმებელს გაგვათავისუფლოს?
1) ეკონომიკური გარემოებები/რეორგანიზაცია, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
ამ დროს რეორგანიზაციის საფუძვლები უნდა არსებობდეს რეალურად და რეორგანიზაციის ფაქტი უნდა ემსახურებოდეს დანახარჯების შემცირებას სამუშაო ძალის შემცირების გზით;
2) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
3) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
4) მხარეთა წერილობითი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ხშირად ამ გარემოებას დამსაქმებელი ბოროტად იყენებს და დავის გამოსარიცხად გაიძულებთ რომ დაწეროთ სამსახურიდან წასვლის განაცხადი, ან გაიძულებთ ხელი მოაწეროთ გათავისუფლების შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ირიბად ან პირდაპირ გემუქრებათ ცუდი რეკომენდაციის გაწევით სხვა დამსაქმებელთან; დაიმახსოვრეთ, ამ დროს უეჭველად მიმართეთ კვალიფიციურ! ადვოკატს;
5) შრომითი ხელშეკრულების/ შინაგანაწესის(იმ შემთხვევაში თუ შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია) უხეში დარღვევა. აქ უნდა იცოდეთ, რომ სიტყვა უხეში მყარად უხეშს ნიშნავს, რასაც შეუქცევადი უარყოფითი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს. ზოგჯერ სამუშაო ადგილზე 10-15 წუთით გვიან გამოცხადება უხეში დარღვევა არ არის.
6) კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარჩვევების სამუშაოს მოთხოვნებთან შეუსაბამობა. პრაქტიკაში ეს პუნქტი რთული სამტკიცებელია დამსაქმებულისთვის, თუ მისთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდელ ეტაპზე მცდარი მონაცემები არ მიგიწოდებიათ;
7) შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენს მიმართ უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
8 ) დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობა. ამ უკანასკნელად ითვლება თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო შრომისუუნარობის ვადა აღემატება 60 დღეს (შვებულებების გამოკლებით);
9) გათავისუფლების საფუძველია გაფიცვის უკანონოდ ცნობა სასამართლოს მიერ, ან სასამართლოს გადაწყვეტლების/ განაჩენის ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
10) იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
განსხვავებული მოწესრიგება არსებობს ორსულის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
ჩამოთვლილი ამ უძირითადესი საფუძვლების გარდა, პრაქტიკულად გამოერიცხება დამსაქმებელს თქვენი გათავისუფლების შესაძლებლობა.
თუ დასაქმებული კანონის დარღვევით გაგათავისუფლებთ, თქვენ წარმოგეშვებათ განაცდურის, სამუშაოზე აღდგენის ან კომპენსაციის, ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

[elementor-template id="2937"]