ჩვენი სხეული - ჩვენი საკუთრება?!

სხეულის სამართლებრივი მდგომარეობა

ადვოკატი სხეულის სამართლებრივ მდგომარეობაზე

ჩვენი სხეული – ჩვენი საკუთრება?!

თუ დავაკვირდებით, გამონათქვამი: ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა, სულაც არ არის კანონშესაბამისი.

თუ დავუშვებდით, რომ ჩვენი სხეულის ნაწილები ჩვენ გვეკუთნის, მაშინ მივიდოთით იმ დაშვებამდეც, რომ შეგვეძლებოდა მისი გაყიდვა, პროსტიტუცია ან და სხვ.

ასევე, ამ დათქმით მივიდოდით იმ შესაძლებლობამდეც, რომ ჩვენ შეგვეძლებოდა საკუთარი სხეულის მოსპობა;

დიდი ხნის განმავლობაში, ზოგიერთ ქვეყანაში თვითმკვლელობა დანაშაურად ითვლებოდა, მართალია ამის გამო არავის სჯიდნენ, მაგრამ აღნიშნული ნორმა პრევენციულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან ყველას, ვინც თავის მოკვლას ჩაიფიქრებდა, მუდმივად ჰქონოდა იმისი შეგნება, რომ კანონს არღვევდა.

ჩვენი სხეული არ არის ჩვენი საკუთრება.

მოკლედ განვიხილოთ ორი საკითხი:

როდის არის სისხლი ინდ. საკუთრების საგანი?

ხშირად ჩვენ უსასყიდლოდ გავცემთ სისხლს, ზოგიერთიც კი სასყიდლით. სინამდვილეში  ჩვენ ამ დროს არ ვაფორმებთ ნასყიდობის ხელშკერულებას, არამედ გვეძლევა კომპენსაცია. ვიდრე სისხლი ჩვენს ორგანიზმშია, ის არ არის საკუთრების საგანი, შესაბამისად მისი გაყიდვა შეუძლებელია, მაგრამ როდესაც ის გამოიდევნება ორგანიზმიდან და მოხდება მისი კონსერვაცია, ის უკვე იქცევა საკუთრების საგნად.

ზუსტად ანალოგიური მიდგომაა სპერმასთან დაკავშირებით, სიმსივნით დაავადებულებს ქიმიოთერაპიას უტარებენ. ქიმიოთერაპია დიდი ალბათობთ იწვევს უნაყოფობას. ჩვეულებრივ, ექიმს აქვს ვალდებულება გააფრთხილოს პირი ამის შესახებ და შესთავაზოს სპერმის ნიმუშის აღება მომავალი განაყოფიერებისთვის.

ამერიკის უზენაერსმა სასამართლომ გააკეთა ძალიან საინტერესო განმარტება იმაზე, თუ როდემდე ითვლება სპერმა პირად საკუთრებად. სპერმა პირად საკუთრებად ითვლება ორგანიზმიდან მის გამოდევნიდან – მანამდე, ვიდრე მესაკუთრეს აქვს გავლენა იმაზე თუ სად წაიღებს და როგორ მოექცევა მას.

სპერმა განაყოფიერების შემდეგ აღარ არის საკუთრების საგანი, ის არ არის არც დედის და არც მამის საკუთრება, არამედ დამოუკიდებელი სუბიექტი.

მეტი იურიდიული ხასიათის სტატიებისთვის დააწკაპეთ ღილაკს.

ადვოკატი დავით მეტრეველი

[elementor-template id="2937"]