განქორწინება

განქორწინება

განქორწინება ოფიციალურ ძალას იძენს რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მეუღლეები თანახმანი არიან განქორწინებაზე, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან, თუ მეუღლე/მეუღლეები საზღვარგარეთ არიან, საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობას.

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ რწმუნებულს აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.

როდის რეგისტრიტდება განქორწინება?

პირველ რიგში განქორწინება რეგისტრირდება იმ შემთხვევაში როცა მეუღლეები თანახმანი არიან განწორწინებაზე. თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. განქორწინება შეუძლია დაარეგისტრიროს ერთ-ერთმა მეუღლემ თუ მეორე მეუღლე მსჯავრდებულია არანაკლებ 3 წლის ვადით; ასევე ცალმხრივად განქორწინებაზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს მეუღლეს თუ მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად. გარდაცვალების ფაქტი იწვევს ქორწინების შეწყვეტას, იგივე შედეგს წარმოშობს სასამართლოს მიერ მეორე მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება.

რა დოკუმენტების წარდგენაა საირო იმისათვის რომ დავარეგისტრიროთ განქორწინება?

განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტებია:

1) მხარეთა პირადობის მოწმობების ასლები,

2) ქორწინების მოწმობა

3) განქორწინების ერთობლივი განცხადება (შეგიძლიათ შაბლოᲨი იუსტიციის სახლშივე შეავსოთ).

4) თუ განქორწინდებ ხორციელდებალ წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

განქორწინების საფასური და ვადა 

განქორწინების საფასური შეადგენს 45 ლარს, ვადა არის 5 სამუშაო დღე.

იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე, ან მხარეთა შორის ვერ ხერხდება ქონების გამიჯვნა, მხარეები ვერ რიგდებიან ბავშვებთან ურთიერთობის საკითხზე, ამ შემთხვევაᲨი შეუთანხმებელი საკითხები უნდა გადაწყდეს სასამართლო წარმოების გზით.

[elementor-template id="2937"]