იურიდიული მომსახურება

მიიღე უფასო იურიდიული კონსულტაცია დღესვე!

იურიდიული კომპანია “სამართლის ხელი” მიზანია შემოგთავაზოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება. ჩვენი გამოცდილი ადვოკატები მზად არიან თქვენს დასახმარებლად. თქვენზე მორგებული საადვოკატო მომსახურება სამართლის ნებისმიერ სფეროში.

გუნდურობა

კვალიფიციური იურისტები მუშაობენ თქვენს მაგივრად

გამოცდილება

ვაკეთებთ საქმეს, რომელიც კარგად ვიცით

პასუხისმგებლობა

კლიენტის ყმაყოფილება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა

უფასო იურიდიული კონსულტაცია

გაიარეთ უფასო კონსულტაცია იურისტთან დღესვე, ამისთვის უბრალოდ დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე 

დავით მეტრეველი

დავით მეტრეველი

"სამართლის ხელი"-ს დამფუძნებელი, წამყვანი ადვოკატი

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა ადვოკატებისა და იურისტებისგან შექმნილი გუნდი

ჩვენი საერთო მიზანია შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული მომსახურება, რომელიც თითოეული ოპერაციის განხორციელებისას დაგიბრუნებთ სტაბილურობის განცდას. ჩვენი მოქმედების სფერო ვრცელდება სამოქალაქო სამართლის თითქმის ყველა დარგზე, მოცემული დარგები შეგიძლიათ უფრო დეტალურად იხილოთ სერვისების ჩამონათვალში.

“სამართლის ხელი” დაარსდა 2017 წელს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და არამხოლოდ ქართულ ბაზარზე. 2021 წლის მდგომარეობით, რეგულარულ იურიდიულ მხარაჭერას ვუწევთ ათობით კომპანიას.

  • სტაბილურობა
  • პასუხისმგებლობა
  • პატიოსნება
  • პროფესიონალიზმი
  • გუნდურობა
  • კომუნიკაბელურობა

უფასო იურიდიული კონსულტაცია

გაიარეთ უფასო კონსულტაცია იურისტთან დღესვე, ამისთვის უბრალოდ დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე 

ინოვაციური გადაწყვეტილებები კრიტიკული სამართლებრივი და ბიზნეს გამოწვევებისთვის

ენდეთ და გამოიყენეთ ჩვენი კვალიფიციური იურისტების რჩევები და რეკომენდაციები. ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღებამდე, მზად ვართ, გავეცნოთ თქვენს საჭიროებებს, გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია და რეკომენდირება, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ესა თუ ის კონკრეტული მომსახურება. 
კონსტანტინე ებრალიძე

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი იურიდიული მომსახურება?

ჩვენი იურისტები ყოველთვის ორიენტირებული არიან საუკეთესო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფირმას შეუძლია პროცესის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე გაამახვილოს ყურადღება, ჩვენი გუნდი სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპზე სტრატეგიის ძირითად აქცენტს აკეთებს საბოლოო შედეგებზე. კლიენტის სასურველ შედეგზე ფოკუსირება არის თითოეული შემთხვევის სტრატეგიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. მაშასადამე, თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო იურისტებს საქართველოში თქვენი სამართლებრივი საკითხის გადასაჭრელად, მაშინ ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ თქვენთვის სასურველი შედეგები, უმოკლეს დროში.

რისგან შედგება ჩვენი საადვოკატო მომსახურების ძირითადი სამუშაო პროცესი?

ჩვენ ვსწავლობთ მთელ საქმეს, კომპანიის ისტორიიდან დაწყებული სამომავლო პერსპექტივების ანალიზით დასრულებული. რეგულარულად ვდებთ წერილობით დასკვნებს. ჩვენ ვართ მეტად ეფექტური, რადგან შეგვიძლია ვიყოთ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, ერთდროულად ვაკეთებდეთ რამდენიმე საქმეს. ჩვენს მიერ წარმოებული საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა წარმატებით. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვუფრთხილდებით პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ თქვენს დროით რესურსს. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი ანდოთ. ახალი ხედვით, ახალი შესაძლებლობებით ჩვენ ვქნით ახალ ღირებულებებს და ვამკვიდრებთ ახალ ტენდენციებს.

ვინ არის ძლიერი ადვოკატი / საუკეთესო ადვოკატი

საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული აზრი რომ იყო ადვოკატი ნიშნავს შეგეძლოს კარგად კამათი. ჩვენი აზრით ეს არასწორია, კამათი მხოლოდ წაგებული საქმის ადვოკატს სჭირდება. ჩვენ ვთვლით, რომ იყო საუკეთესო ადვოკატი გულისხმობს გქონდეს ხასიათი, სითამამე, თანდაყოლილი ქარიზმა და კარგად შეგეძლოს სახალხოდ ლოგიკური მსჯელობა, შესაბამისი ბმებისა და კავშირების დანახვა და მათი გადაცემა მსმენელისათვის. კარგი ადვოკატი მსმენელს არ უხსნის, არ უღეჭავს ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე, მოლაპარაკებებისას ადვოკატი ლოგიკური ბმების ჩაწვეთებით მსმენელს აძლევს შესაძლებლობას თავად გამოიტანოს დასკვნა. წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მხოლოდ ასეთ დასკვნას აღიქვამს მსმენელი და თავისთავად სწორედ ასეთი მიდგომა მუშაობს.

დაზღვეული იურიდიული / საადვოკატო მომსახურება. რატომ არ ვუშვებთ შეცდომებს?

იურიდიული მომსახურების გაწევისას შეცდომების დაშვების ალბათობა 0 ის ტოლია, რადგან ყოველი საქმე, ყოველი სტრატეგია, დოკუმენტი, ფორმა, კონცეპტი, შესაძლო ვარიანტი თუ აბსტრაქტული იდეა მუშავდება გამოცდილი იურისტების  და საუკეთესო ადვოკატების მიერ. დამუშავებისა და სრულყოფის შემდეგი ეტაპია ვიზირება, რომელსაც ამ მომენტისთვის ახორციელებს „სამართლის ხელის“ დამფუძნებელი - ადვოკატი დავით მეტრეველი.

ადვოკატის მომსახურების ფასი. ფასების დიაპაზონი და გადახდის ფორმის არჩევა

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობები, შეგიძლიათ ისარგებლოთ საადვოკატო მომსახურებით წინასწარი გადასახადის გარეშე. წინასწარ მოგიწევთ მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაფარვა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ შედეგზე. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება.

ერთი ადვოკატის აყვანა სჯობს თუ იურიდიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება?

ერთი ადვოკატის აყვანა კომპანიისთვის ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ჩვენი, განსხვავებული სპეციალიზაციის ადვოკატების ჯგუფის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი საქმიანობის ყველა პროცესი სამართლებრივად ვუზრუნველყოთ.

Newsletter

გამოიწერეთ სიახლეები

გაიგე მეტი, შენთვის საინტერესო თემების შესახებ, გამოიწერე სიახლეები. სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ ელექტონული ფოსტის მისამართი.
 
 

მადლობას გიხდით სიახლეების გამოწერისთვის.

Processing...