ადვოკატი დავით მეტრეველი

სამოტივაციო წერილის ნიმუში

გახსოვდეთ, რომ ყოველ კონკრეტულ დამსაქმებელთან ერთი და იმავე სამოტივაციო წერილის გაგზავნა შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ იყავით ყურადღებით. სამოტივაციო წერილის ნიმუში უნდა მოვარგოთ ყოველ კონკრეტულ დამსაქმებელს, რაშიც დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის შედგენის ინსტრუქციები – იხილეთ როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

პატივცემულო მკითხველო!

თუ თქვენ ამ სამოტივაციო წერილს კითხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ჩავთვალე იმ ვაკანსიისთვის ადეკვატურ კადრად, რომელზეც განაცხადი გავაკეთე. ეს შესაბამისობა გარდაუვალი უეჭველობით უნდა გამოეწვია შემდეგ სამ კომპონენტს: 1)თეორიული ცოდნა; 2) შესაბამისი პიროვნული თვისებები და 3) სათანადო პრაქტიკული ჩვევები.

გახლავართ მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, თვითმყოფადი პიროვნება, რომელსაც შეუძლია როგორც გუნდთან ერთად მუშაობა, ასევე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება. რაც შეეხება კვალიფიკაციას, მაქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და ვგეგმავ სისხლის სამართლის განხრით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, რისთვის საჭირო ინტელექტუალური რესურსიც, ვფიქრობ, რომ გამაჩნია. მოცემულ მომენტში ვარ მაგისტრანტი ბიზნეს სამართლის მიმართულებით, მოპოვებული მაქვს სახელმწიფო გრანტი. ასევე უახლოეს მომავალში ვგეგმავ ფინანსების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. ამასთანავე, სხვადასხვა სახელმძღვანელოსა თუ ვიდეო-ლექციათა დახმარებით დამოუკიდებლად და დაუზარლად ვსწავლობ გაყიდვების, მომხმარებელთან ურთიერთობების სპეციფიკებს.

ვფიქრობ, ისეთ ორგანიზაციაში მუშაობა როგორსაც ამ კონკრეტულ შემთხევაში წარმოადგენს თქვენი, მომცემს შესაძლებლობას ჩამოვყალიბდე საკუთარი საქმის პროფესიონალად და ამ სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიო. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა იქნება გრელვადიანი, დღესდღეობით ასეთი ურთიერთობების დამყარება ჩემთვის პრიორიტეტულია.

პატივისცემით,