ფილმები იურისტებისთვის

საუკეთესო ფილმები მომავალი იურისტებისთვის

სტატიაში გირჩევთ თუ რომელია 10 საუკეთესო ფილმი მომავალი იურისტებისთვის. ჩვენი ღრმა რწმენით, ფილმი შეიძლება იყოს ინსპირაციის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო და მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს პიროვნების ღირებულებითი ღერძის ჩამოყალიბებაში. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თითოეული ადამიანის ხედვა და გემოვნება შეიძლება იყოს განსხვავებული, ამიტომ გთავაზობთ ჩვენს კრებსს:

10) “რომან ჯეი ისრაელი” (ROMAN J. ISRAEL, ESQ)

მეათე ადგილს, ჩვენი შეხედულებით დამსახურებულად იკავებს დენ გილროის 2017 წლის ფილმი ROMAN J. ISRAEL, ESQ ( რომან ჯეი ისრაელი). მთავარი გმირის როლს შესანიშნავად ირგებს დენზელ ვაშინგტონი.

9) „მადლობთ რომ ეწევით“ (THANK YOU FOR SMOKING)

მეცხრე ადგილი ვარგუნეთ ჯეისონ რაიტმენის ფილმს „მადლობთ რომ ეწევით“ (Thank you for smoking) 2005. მართალია ფილმში მოქმედება არ ვითარდება იურისტის გარშემო, ფილმში ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს თამბაქოს ლობისტი. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროფესიასთან კავშირი აშკარაა.

8) “ნუ მოკლავ ჯაფარას”(TO KILL A MOCKINGBIRD)

დიდხანს ფიქრის შემდეგ, ალბათ ყველა იურისტისათვის საყვარელ ატიკუსს განვუკუთნეთ მე-8 ადგილი. ეს არის 1965 წელს გადაღებული ფილმი, ცნობილი სახელწოდებით „ ნუ მოკლავ ჯაფარას’ ( to kill a mockingbird). გრეგორი პეკი შესანიშნავად თამაშობს მთავარი გმირის როლს. ფილმი გვაჩენებს, თუ რა ხდება ადვოკატის ფიქრებში, როდესაც საჭიროა რთული გზით იარო იმისთვის რომ სწორად მოიქცე.

7) “რამდენიმე კარგ ბიჭს” (A FEW GOOD MEN)

მე-7 ადგილზე დავასახელებთ 1992 წელს გამოსულ „რამდენიმე კარგ ბიჭს“  (A Few good men), გარდა იმისა, რომ ამ ფილმში მონაწილეობენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯეკ ნიკოლსონი, ტომ კრუზი და დემი მური, ფილმში შევხვდებით უამრავ კლიშესა და საკულტო ციტატას, რომელიც ადვოკატის ეგოს ხაზს უსვამს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გირჩევთ რომ პროცესზე ნუ იქნებით ფიმში განვითარებული სცენარის იმედად.

6) „მკვლელობის დროა“ ( A TIME TO KILL).

მე- 6 ადგილი ეკუთვნის 1996 წლის ფილმს მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით, „მკვლელობის დროა“ ( A time to kill).

5) „ლინკოლნი ადვოკატისათვის” (THE LINCOLN LAWYER)

სიაში მე- 5 ადგილი მივუჩინეთ ფილმს ასევე მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით „ლინკოლნი ადვოკატისთვის“, ფილმის სცენარის მიხედვით, ზოგჯერ ადვოკატს უხდება რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ფორმალური კანონიერების დარღვევის გარეშე.

4) “კანონმორჩილი მოქალაქე” – (LAW ABDING CITIZEN)

მეოთხე ადგილზე დავაყენეთ ფილმი, რომელიც მთლად იურისტის გარშემო არ ვითარდება, მაგრამ წარმოადგენს იმის ილუსტრაციას თუ რახდება მაშინ, როდესაც იურისპრუდენცია კარგად არ მუშაობს.

3) „ჩემი ბიძაშვილი ვინი“ (MY COUSIN VINNY)

მე-3 ადგილი: „ჩემი ბიძაშვილი ვინი“ (My Cousin Vinny), ლოგიკურ ბმებს ერწყმის საკმაოდ დახვეწილი იუმორი, რაც რეჟისორს უნდა დავუფასოთ. ალბათ რთული წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო ჯო პეში ადვოკატის როლში, მაგრამ მან ამ შესრულებით საკუთარი მიმდინარეობა შექმნა საადვოკატო სფეროში.

2) „პირველყოფილი შიში“ (PRIMAL FEAR)

მე-2  ადგილი მივუჩინეთ რიჩარდ გირისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ედვარდ ნორტონის მონაწილეობით 1996 წელს გამოსულ ფილმს, „პირველყოფილი შიში“ (primal fear). ალბათ სლოგანი შემდეგი უნდა იყოს: „რა ხდება მაშინ თუ…“

1) „12 განრისხებული მამაკაცი“ ( 12 ANGRY MAN)

რა თქმა უნდა, სიაში უნდა იყოს 12 განრისხებული მამაკაცი, იგი უდავო და შეუცილებელია თავისი ლოგიკური ჯაჭვებით. დამწყებ იურისტებს დაეხმარება აუცილებელი კავშირების შემჩნევის უნარის გამომუშავებაში, ასევე საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან ხედვაში. ფილმი 1957 წელსაა გამოსული და ამ სფეროში ნამდვილი შედევრია.