ხანდაზმულობა

ხანდაზმულობის გამოყენების მექანიზმი და შედეგები

საადვოკატო მომსახურების გაწევისას ხშირია შემთხვევები, როდესაც კონსულტაციაზე მოსულ მომხმარებელს აქვს ცოდნა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის შესახებ.  სინამდვილეში ცოტამ იცის როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი და რა შედეგებს იწვევს. როგორ უნდა გავიგოთ სესხის ხანდაზმულობა არის თუ არა სახეზე.

კონკრეტულ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ხანდაზმულობაზე მევალისა და მოვალის უფლება/მოვალეობებში. ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთის მხრივ, ხანდაზმულობის ვადები და მეორე მხრივ, მომენტი, საიდანაც იწყებს ათვლას ხანდაზმულობა.სახელშეკრულებო და პერიოდულად შესასრულებელი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის დადგომის მომენტიდან; უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. საერთო ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი.

სახელშეკრულებო დავას მიეკუთნება სასესხო ურთიერთობაც, ასევე ყველა სხვა ურთიერთობა რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.ხელშეკრულება მხარეს ავალებს გააკეთოს რაიმე ან თავი შეიკავოს რაიმეს გაკეთებისგან ხელშეკრულების მეორე მხარის ან მესამე პირთა ინტერესების სასარგებლოდ.სასესხო ვალდებულების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა, მისი ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც მევალეს წარმოეშვება მოთხოვნის უფლება.

საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი:

გიორგის აქვს 4 წლიანი სამომხმარებლო სესხი ბანკში. გიორგის სტანდარტულ შემთხვევაში ექნებოდა გრაფიკი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ყოველთვიურად გადასახდელი ძირისა და პროცენტის ოდენობა ანუ ბანკს ყოველი თვის ბოლოს უჩნდება მოთხოვნის უფლება გიორგის მიმართ, ხოლო გიორგის შესასრულებელი ვალდებულება. თუ გიორგი, პირობითან 2 წლის განმავლობაში ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს, მაგრამ 2 წლის გასვლის შემდეგ(ანუ გრაფიკით დადგენილი 24 გადახდის შემდეგ) შეწყვეტს ბანკის მიმართ თანხის გადახდას,  უკვე 25-ე გადახდის თარიღიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. თუ გიორგი ბანკს ამ დღის შემდეგ საერთოდ არაფერს არ გადაუხდის, 3 წლის გასვლის შემდეგ იძულებით მისთვის გადახდევინების დაკისრება შეუძლებელი იქნება. ფინანსურ ბიუროს, ე.წ. „პრობლემურებს“ აქვთ უფლება შეიტანონ სარჩელი გიორგის მიმართ. მთავარია გიორგიმ დაწეროს მარტივი შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ არ ეთანხმება მოთხოვნას, ვინაიდან იგი ხანდაზმულია. ამ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. მაგრამ, გიორგი თუ პროცესზე არ მივა, არ დაწერს შესაგებელს განსაზღვრულ ვადაში, მოსამართლე თავად ვერ იმსჯელებს ხანდაზმულობის საკითხზე. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიორგის მიმართ გამოყენებული იქნება იძულებით გადახდევინების პროცედურები.

უნდა გახსოვდეთ, რომ ამ საკითხში კარგად არიან ჩახედულები ამომღები დაწესებულებები, ამიტომ შემოგთავაზებენ სესხის რესტრუქტურიზაციას- გრაფიკის გადაგეგმვას, შენატანის შემცირებას, ან გთხოვენ,რომ  ერთი თვის გადაიხადოთ და შემდეგ გპირდებიან რამე გამოჩნდება. იცოდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში თქვენ ავტომატურად აღიარებთ ვალდებულებას, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება.

ხანდაზმულობის ვადები და ათვლის დაწყების მომენტის ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც კრედიტორისთვის, რომელმაც მუდმივად უნდა აკონტროლოს, რომ არ გაუშვას მოთხოვნის ვადა, ასევე მოვალისთვის