ადვოკატი ამომღებებთან დაკავშირებით

ადვოკატი ამომღებებთან დაკავშირებით

 

კვირა იშვიათად თუ გავა ისე რომ შეწუხებულმა მოქალაქემ არ მოგვმართოს კითხვით: პრობლემურების ამომღებმა ჩემს ახლობელს დაურეკა და რა შემიძლია ეხლა მოვიმოქმედოო.

დავსვათ რამდენიმე საკითხი:

1) კანონშესაბამისია თუ არა პრობლემური სესხების შესახებ მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ.

2) ყოველთვის არღვევს თუ არა პრობლემური მოვალის უფლებას როდესაც მესამე პირს უკავშირდება მოვალის შესახებ?

3) რა შეიძლება მოვიმოქმედოთ მოვალის დარღვეულ უფლებაში აღსადგენად?

მოკლედ, განმრჩეველობა უმნიშვნელოვანესია და რადგან სპეციფიკურ საკითხთან გვაქვს შეხება, ამისთვის სპეციალური ცოდნაა საჭირო.

ვიდრე უშუალოდ საკითხს შევეხებოდეთ, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არ არის მოქალაქეთა წახალისება უარი თქვან ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე. ვალებს გადახდა ყოველთვის უნდა, მაგრამ….

ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკისგან მეტწილად პოზიტიურად შეფასებული რეგულაციები იქნა მიღებული პრობლემური აქტივების ამომღებ სუბიექტთა მიმართ, თუმცა მაინც უამრავ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

მე პირადად პრაქტიკაში ხშირად მქონია შემთხევა, როდესაც ჩემი კლიენტისთვის დაურეკავთ მოუტყუებიათ თითქოს ურეკავენ სასამართლოდან, შემოსავლების სამსახურიდან, აუდიტის სამსახურიდან და უცდიათ ფსიქოლოგიური ზეგავლენისა და ზეწოლის მოხდენა.

აღნიშნული პრობლემა გავრცელებულია განსაკუთრებით რაიონებში, მაგრამ დედაქალქშიც გვქონია შემთხვევები.

როდესაც პრობლემური აქტივების ბიუროების თანამშრომლები მოვალის გატეხვის მიზნით, შეყენებული ხმის ტემბრით, ურეკავენ მოვალის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ამასწინ შემთხვევა გვქონდა რაიონში, როდესაც მეზობელს დაურეკეს და აცნობეს მეზობლის ვალის შესახებ დეტალები.

კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქის აქტივების და პასივების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს.

პერსონალური მონაცემის თვითნებური გასაჯაროვება და მესამე პირებისთვის გადაცემა კი კანონის დანაწესს არ თანხვდება.

ვიმსჯელოთ საკითხზე: მესამე პირთან დარეკვა ყოველთვის შეიძლება თუ არა მართლსაწინააღმდეგო იყოს? შესაძლოა პრობლემურის მიერ მოვალესთან დაკავშირებული მესამე პირისთვის დარეკვა საერთოდ არ იყოს კანონსაწინააღმდეგო- თუ იგი თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების მიზნით ახირციელებს ზარს.

არსებითია ამომღებმა არ გათქვას პერსონალური/კონფიდენცილური ინფორმაცია (სესხის არსებობის ფაქტი და მახასიათებლები).

ზემოთ აღწერილი გარემოებები ეხება სატელეფონო კომუნიკაციას.

რაც შეეხება თქვენს იურიდიულ ან ხელშეკრულებაში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე წერილის გაგზავნის შემთხვევას, სსსკ-ის მიხედვით, თქვენი ოჯახის წევრს შეუძლია ჩაიბაროს თქვენს მისამართზე მოსული კორესპონდენცია.

არსებითია გზავნილის ადრესატი იყოთ თქვენ.

თუ ვინმე თქვენს მაგიერ წაიკითხავს წერილს, სადაც მითითებული იქნება სესხის მახასიათებლები, თქვენ ვერ დააკისრებთ პასუხიმგებლობას პრობლემურს.

რა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეგვიძლია პერსონალური მონაცემის მესამე პირებისთვის გადაცემის გამო?

ჩვენ შეიძლება მოგვადგეს მატერიალური/მორალური ზიანი.

როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი უფლებები?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლება დაარღვია ამომღებმა ბიურომ, გასცა პერსონალური მონაცემი,  უნდა მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

მიმართვა შეგიძლიათ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. შეგიძლიათ წარმომადგენლად დანიშნოთ ადვოკატი ამომღებებთან დაკავშირებით.

ინსპექტორის სამსახურო დარღევის დადგენის შემთხვევაში ამომღებს დააკისრებს პასუხისმგებლობას , გაფრთხილების ან ჯარიმის სახით.

ჯარიმის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 10 000 ლარამდე დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით.

სხვა საინტერესო სტატიებისთვის გადადით ლინკზე.

[elementor-template id="2937"]