შეცდომები მოსულა?

ადვოკატი – მოსულა თუ არა შეცდომები?!

ადვოკატი – მოსულა თუ არა შეცდომები?

აშშ სასამართლი პრაქტიკის საფუძველზე

ადვოკატი დავით მეტრეველი- მოსულა თუ არა შეცდომები?! რა პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, თუ მართვის მოწმობის ასაღებად ემზადება, ხოლო ინსტრუქტორთან მიმდინარე პრაქტიკული მეცადინეობისას დააზიანებს მანქანას ან და თავად ინსტრუქტორსაც?

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინსტრუქტორია პასუხისმგებელი, წესით ხომ მას ევალებოდა უზრუნველეყო გაკვეთილის მსვლელობისას უსაფრთხოება?!

თან, დამატებით, მოსწავლე მართვის მოწმობის ასაღებად ემზადებოდა , მას ვერ მოვთხოვთ იმ სტანდარტის შენარჩუნებას, რომელიც უნდა დაიცვას მართვის მოწმობის მქონე მძღოლმა, მაგრამ…

მოკლედ განვიხილოთ აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა ნეტლშიპი ვესტონის წინააღმდეგ.

მართვის მოწმობის აღების მსურველმა ქალბატონმა ვესტონმა თხოვნით მიმართა გამოცდილ მძღოლს- ნეტლშიპს, რომელსაც შესთავაზა, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ესწავლებინა მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვა,  რაზეც თანხმობა მიიღო.

სწავლების პროცესში ვესტონმა  მოახერხა მოეხდინა ინციდენტი, დაზიანდა მანქანა და მასწავლებელს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რომელიც აღმოჩნდა დროებითი შრომისუუნარობის მდგომარეობაში.

მოსწავლე ქალბატონმა უარი თქვა მასწავლებლისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე.

დაიწყო სასამართლო დავა.

რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სასამართლომ თქვა, რომ ქალბატონ ვესტონს უნდა გადაეხადა ნეტლშიპისთვის სარჩო და აენაზღაურებინა ზიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ვესტონმა არ იცოდა როგორ უნდა ემართა სატრანსპორტო საშუალება, მას ჰქონდა ვალდებულება გულისყურითა და სიფრთხილით მოჰკიდებოდა სწავლის პროცესს.

ასე რომ, შეცდომები კი, მოსულა…

მაგრამ უნდა დავიცვათ უსაფრთხოებისა და გულისხმიერების ნომრები, შეცდომა არ უნდა იყოს გულგრილობის შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე დავდგეთ.

დააწკაპეთ ლინკს თუ გსურთ სხვა საინტერესო სტატიას გაეცნოთ.

 

[elementor-template id="2937"]