მძღოლი

არაპირდაპირი დისკრიმინაცია

ზოგჯერ ვხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც გაუმართლებლად ითხოვენ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მაგალითად დამლაგებლის, მძღოლის და სხვ. პოზიციაზე.

ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელმაც არაპირდაპირი დისკრიმინაციის ცნების არსებობის შესაძლებლობაზე დააფიქრა მსოფლიო, განიხილა აშშს უზენაესმა სასამართლომ Griggs v Duke Power Co.

იმისათვის, რომ დამსაქმებელს დასაქმებული გადაეყვანა შედარებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, დასაქმეულებისა თუ კანდიდატებისგან ითხოვდა დიპლომსა და IQ ტესტის შედარებით მაღალ შედეგებს, სინამდვილეში კი,  აღნიშნული მაღალანაზღაურებადი პოზიციისსთვის გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად სულაც არ იყო საჭირო დიპლომი.

სინამდვილეში რაში იყო საქმე,  კომპანიას არ მოსწონდა სეგრეგაციის არალეგალურად გამოცხადების ფაქტი, იმისათვის, რომ პრევენცია მოეხდინა, რომ შავკანიანებს არ დაეწყოთ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობა, შემოიღეს დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ პირს არ ექნებოდა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მცირე ხელფასიანი სამუშაოს გარდა სხვა პოზიციაზე ვერ დასაქმდებოდა.

უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი სავალდებულო მოთხოვნა ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, უნდა იყოს შესასრულებელი საქმის რელევანტური. დამსაქმებელს აქვს ვალდებულება იმისა, რომ კვალიფიკაცია, რომელსაც ითხოვს კანდიდატისაგან, იყოს პროპორციული შესასრულებელი საქმისა და ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.

[elementor-template id="2937"]