ვაქცინაცია, აცრა

ვაქცინაცია და მისი სამართლებრივი ასპექტები

ხშირად ვაწყდებით ხოლმე მსჯელობას სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია, ასევე ზოგიერთი პირის მიერ გარკვეული მიზეზით სამედიცინო ჩარევაზე/ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის კანონიერების შესახებ.

2001 წლის 26 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და  განმარტა შემდეგი: “ქმედუნარიან ზრდასრულ პაციენტს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, მაგალითად, დათანხმდეს თუ არა ოპერაციას, ან მკურნალობას ისევე როგორც მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ამ უფლების ნამდვილობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება მისი პირადი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად; მიუხედავად იმისა, რამდენად ირაციონალური, უაზრო ან დაუსაბუთებელია ასეთი არჩევანი სხვებისათვის”.

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ თავისუფალი არჩევანი და თვითგამორკვევა თავისი არსით სიცოცხლის ფუნდამენტური შემადგენლებია, მესამე პირთა ინტერესების დაცვის აუცილებლობის ინდიკატორების გარეშე. მაგალითად, სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიის დროს, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს პიროვნულ თავისუფლებაში ჩარევისაგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ვინაიდან ასეთი ჩარევა მხოლოდ შეამცირებს არა თუ გაზრდის სიცოცხლის ღირებულებას. კონვენციის მთელი არსი უკავშირდება ადამიანის ღირსების აღიარებას. ადამიანის თავისუფლება, თვითგამორკვევა და პიროვნული ავტონომია, ცხოვრების საკუთარი არჩევანისა და შეხედულებებისამებრ წარმართვა, შესაძლებელია გამოიხატოს ისეთ ქმედებებშიც, რომელიც ფიზიკურად საზიანოა ანდა საშიშია დაინტერესებული პირისთვის.

სამედიცინო მომსახურების ჭრილში, მაშინაც როცა შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიღებაზე უარს შესაძლოა მოჰყვეს ფატალური შედეგი, სამედიცინო მომსახურების განხორციელება გონებრივად კომპეტენტური (ქმედუნარიანი) სრულწლოვანი პაციენტის თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას. სპეციფიკური სამედიცინო მომსახურების მიღება ან უარყოფა, ან მკურნალობის ალტერნატიული ფორმის არჩევა გადამწყვეტია თვითგამორკვევისა და პიროვნული ავტონომიის პრინციპებისათვის.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი ექიმი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე

ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.

სხვასაინტერესო სტატიებისთვის ეწვიეთ ლინკს.

 

[elementor-template id="2937"]