პატრულის ჯარიმის გასაჩივრება

პატრულის ჯარიმის გასაჩივრება

ზოგ შემთხვევაში პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმა უსამართლოდ გვეჩვენება, შესაბამისად მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ, რომ არსებობს მექანიზმი რომლის საშუალებითაც შევძლებთ პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმის გასაჩივრებას ან ჯარიმის გაუქმებას.

პატრულის მიერ ჯარიმის გასაჩივრების ვადაა ოქმის შედგენიდან/ჯარიმის გამოწერიდან 10დღე. თუ ამ 10 დღიან ვადას საპატიო მიზეზით გაუშვებთ, შესაძლოა ვადის აღდგენა.

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებ ჯარიმა გადაიხადოთ ჯარიმის დაწერის დღესვე, გასაჩივრება შეგიძლიათ ჯარიმის გადახდის შემდეგაც.

როგორ გავასაჩივროთ პატრულის ჯარიმა?

საᲩივარს განცხადების ფორმით წერთ შსს-ს საპატრულო დეპარტამენტოს უფროსის სახელზე. აღწერთ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებთ შესაბამის იდენტიციკატორებს.

მოკლე შაბლონი იხილეთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის უფროსს, მოქალაქე . .. _–საჩივარი გარემოებები მოთხოვნა გთხოვთ, გააუქმოთ უკანონო აქტი, საჯარიმო ქვითარი N აბ 000417438 წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები მივმართო სასამართლოს და ამ გზით დავიცვა ჩემი დარღვეული უფლებები.

  • დანართი N1 – საჯარიმო ქვითარი N აბ 000417438 ასლი
  • დანართი N2 – პირადობის მოწმობის ასლი დანართი N3 – ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.

თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა ზემდგომის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგვიᲫლია სასამართლოს პირველ ინსტანციაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

[elementor-template id="2937"]