ადვოკატი

როგორ გავხდეთ ადვოკატი?

იმისათვის რომ ადვოკატი გავხდეთ საჭიროა იურიდიული კვალიფიკაცია, საკმარისია ბაკალავრის დიპლომი.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში  მრავლად არიან არალიცენზირებული ადვოკატები, სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე თუ როგორ გავხდეთ ლიცენზირებული ადვოკატი.

ლიცენზიის მისაღებად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. ვარჩევთ სფეროს, გამოცდას ვაბარებთ ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ან სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.

გამოცდაზე რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში  2 ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ინფორმაცია იდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე WWW.GBA.GE.

გამოცდაზე დასარეგისტრირებლად საჭიროა:

  • ა) დიპლომის ასლი(საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ“;
  • ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
  • გ)ფოტოსურათი ¾ ზე;
  • დ)საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის-190 ლარის გადახდის ქვითარი.

რეგისტრაცია ხორციელდება GBA.GE-ზე აპლიკანტის პორტალის საშუალებით.

საგამოცდო პროგრამა საგამოცდო პერიოდის წინ იდება ასევე ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.

იმ შემთხვევაში საგამოცდო ტესტებში, თუ გადალახავთ 75 პროცენტიან ბარიერს, თქვენ გადმოგეცემათ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატი.

ამის შემდეგ თქვენ უნდა გაიაროთ პროფესიული ადაპტაციის 1 წლიანი პროგრამა, რის საფასურიც შეადგენს 750 ლარს. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკული უნარჩვევების სწავლებას.

შემდეგი ეტაპია გაწევრიანების განაცხადის შეტანა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ა) დიპლომის ასლი;
  • ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
  • გ)ფოტოსურათი ¾ზე
  • დ) პროფესიული ადატრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ე)საწევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • ვ)ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ზ) სერთიფიკატი;
  • თ) ავტობიოგრაფია;

რაც შეეხება საწევრო მოსაკრებელს, სტანდარტული საწევრო გადასახადი შეადგენს 200 ლარს.

[elementor-template id="2937"]