ნოტარიუსი, ადვოკატი, იურისტი

როგორ გავხდეთ ნოტარიუსი?

ნოტარიუსის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ბაზარზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ნოტარიუსთა რაოდენობა მცირე, არასაკმარისი. გარდა ამისა, პრაქტიკაში, ვისაც ნოტარიუსი დასჭირვებია, ყველა დაგვეთანხმება, რომ იშვიათია ნოტარიუსი, რომელსაც მუდმივად რიგები არ უდგას. ხშირ შემთხვევაში კი კონკურენციის არარსებობის გამო ნოტარიუსები საქმეებს უგულისყუროდ ეკიდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ საქმეში სოლიდური თანხა არ „იჭრება“. კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს.

მოკლედ, ამ სტატიაში გადავწყვიტეთ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ პროფესიაში საწყისი ეტაპების შესახებ.

პირველ რიგში უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვაკონტროლოთ ნოტარიუსთა პალატის ვებ-გვერდი notary.ge ამ საიტზე იდება ინფორმაცია ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩანიშვნის შესახებ, ასევე საგამოცდო პროგრამა.

გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. გამოცდაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა უმაღლესი იურიდიული განათლება(საკმარისია ბაკალავრის დიპლომი).თუ ორივე ეტაპს გამოცდის ორივე ეტაპს წარმატებით გადალახავთ გადმოგეცემათ სერთიფიკატი.

საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად, ზოგადი უნარ-ჩვევები და პროფესიული ტესტირება. ზოგადი უნარჩვევები მოიცავს როგორც ვერბალურ, ასევე მათემატიკურ ნაწილს.

გამოცდის თემატიკას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ბრძანებით, პროგრამაში შეტანილია საკონსტიტუციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ნოტარიუსის უშუალო სახელმძღვანელო აქტები. დეტალურად იხილეთ „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)

შემდეგი ეტაპია ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა. სტაჟირება 8 თვიანია. 5 თვე ეთმობა თეორიულ ნაწილს, ხოლო 3 თვე პრაქტიკულს. სტაჟირებს გავლისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშაობის 5 წლიანი სტაჟი  ასევე პირი, ვისაც აქვს ნოტარიუსად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. ამ ეტაპს მოსდევს გამოცდა.

თუ გსურთ გახდეთ ნოტარიუსი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ახალბედა ნოტარიუსებისთვის მოქმედებს დანაწესი- პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი უნდა განმწესდნენ მაღალმთან რეგიონებში, ან ერთეულებში, სადაც ნოტარიუსის სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახალბედა ნოტარიუსს სახელმწიფო და პალატა უწევს დახმარებას(მათ შორის საოფისე ფართის ქირით).

სამი წლის შემდეგ ნოტარიუსს თავად შეუძლია აირჩიოს სამუშაო ადგილი.

ნოტარიუსების რაოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. დღეისათვის საქართველოში 269 მოქმედი ნოტარიუსია, ხოლო კვოტა 280 მდეა განსაზღვრული.

[elementor-template id="2937"]