სესხის აღებისას ადვოკატი დავით მეტრეველი გირჩევთ

სესხის აღებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი

რას გვირჩევენ ადვოკატები სესხის აღებამდე

ძველი გამოთქმა არსებობს -„ყველაფერს ცოდნა უნდაო“.

აქვე,  მეორე გამოთქმაც ბევრს გვსმენია, როდესაც გამოცდილი გამოუცდელს ხვდება, გამოცდილი ფულით მიდის, გამოუცდელი გამოცდილებითო.

მოკლედ, იმასაც ყველა ვგრძნობთ, რომ საქართველოში ბანკები კეთილსინდისიერებით არ გამოირჩევიან, პატრონიც არსაით ჩანს.

მოდი, თავად მივხედოთ საკუთარ თავს და გთავაზობთ  რეკომენდაციებს, რომელიც სესხის აღებისას არის აუცილებლად გასათვალისწინებელი.

თუ სოლიდურ სესხს არ ვიღებთ,  ადვოკატი შეიძლებ არ დაგვჭირდეს სესხის აღებისას, მაგრამ რჩევები, რომელებსაც დღეს ჩვენი იურიდიული კომპანია მოგცემთ, ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია.

მივყვეთ ეტაპობრივად:

უნდა დავაიდენტიფიციროთ ზუსტად რა პროდუქტი გვჭირდება, სწორად უნდა განვსაზღვროთ სესხის ვადა და გრაფიკი.

დაიმახსოვრეთ, მომხმარებელი თუ ერთ ან ორ ტრანშად ითვისებს თანხას და მცირე თანხებით აპირებს გრძელ ვადაში დაფარვას, ყოველთვის სჯობს აიღოთ სტანდარტული, კლებად გრაფიკიანი სესხი.

კლებადი გრაფიკი აგებულია ანუიტეტის ფორმულაზე, შესაბამისად, ყოველთვიურად თქვენ მცირედით, მაგრამ მაინც ამცირებთ ძირს, შესაბამისად, ყოველი ახალი საგადახდო თვის დასაწყისში, შემცირებულ ძირზე გერიცხებათ პროცენტი, რაც თქვენი სესხის გაძვირებას შედარებით ამცირებს. ჯამურად კი, საკმაოდ სოლიდურ სახსრებს ვზოგავთ; საკრედიტო ბარათის ათვისების მაღალ მაჩვენებელს (დაიმახსოვრეთ ბარათს ყოველთვის მაღალი პროცენტი აქვს) სჯობს სამომხმარებლო სესხი.

თუ ბიზნესი გაქვთ და გჭირდებათ თანხა საბრუნავი სახსრების ფინანსირებისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალია საკრედიტო ხაზის გახსნა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, მხოლოდ ათვისებულ თანხაზე დაგერიცხოთ ლიმიტი, გამოთავისუფლებულ თანხას აბრუნებთ ანგარიშზე, ვიდრე თანხა დევს ანგარიშზე არ გერიცხებათ პროცენტი. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ ხელშეკრულებაში აუთვისებელი თანხის პროცენტად უნდა ეწეროს 0. უმეტესად, რაც პრაქტიკაში მინახავს, ბანკებს აუთცისებელი თანხის პროცენტის სტანდარტული პირობა აქვთ 0,5- 2 პროცენტი. მოითხოვეთ გამონაკლისი.

წინასწარ განსაზღვრეთ ტრანშები და არ აითვისოთ ის ლიმიტი, რაც არ გჭირდებათ.

მაგალითად, თუ სესხს ნაკვეთის შესაძენად და სახლის მშენებლობისთვის იღებთ, სესხი გააყოფინეთ რამდენიმე ტრანშად: I ნაკვეთის შესაძენი თანხა; ვიდრე მშენებლობის ნებართვას მოიპოვებთ და დამატებითი თანხა დაგჭირდებათ მშენებლობის დასაწყებად, თქვენ მხოლოდ ნაკვეთის შესაძენ თანხაზე დაგერიცხებათ პროცენტი, ხოლო დანარჩენი გარანტირებულ რეზერვში გექნებათ.

ყურადღება მიაქციეთ რომ აქაც ანალოგიურად აუთვისებელი თანხისთვის პროცენტი ხელშეკრულებაში არ იყოს გათვალისწინებული;

შემოთავაზებული პროცენტი ყოველთვის იმაზე მაღალია, ვიდრე შეეძლოთ შემოეთავაზებინათ.

ბანკის, ისევე როგორც დაკრედიტების ექსპერტის ინტერესია, რაც შეიძლება მაღალ პროცენტში გასცეს სესხი, აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია

და სესხის პროცენტის შემცირებაზე. ამით სარგებლობს როგორც ბანკი, ისე ბანკის გაყოდვების თანამშრომელი. მოდით, ნურავის გავამდიდრებთ ჩვენს ხარჯზე და არ მიიღოთ შეთავაზებული პროცენტი, ყოველთვის ივაჭრეთ.

ყურადღება მიაქციეთ წინსწრების საკომისიოს.

ბანკს არ აწყობს სესხის თუნდაც მცირე თანხით წინსწრებით დაფარვა, ანუ დადგენილ გადასახადზე მეტის გადახდა. როდესაც თქვენ წინსწებას აკეთებთ, წინსწრების თანხა მიიმართება ძირის დასაფარად, შესაბამისად სესხის საბოლოო გაძვირება მცირდება, ხოლო ბანკი ზარალობს.

ამისათვის, ბანკებმა მოიფიქრეს წინსწრების საკომისიო, რაც 2 პროცენტს შეადგენს სტანდარტულად.

გამონაკლისად შეგიძლიათ მოითხოვოთ შენატანის 3-5-10 მაგ ოდენობაზეც კი წინსწრების საკომისიოს განულება.

გაცემის და განაღდების საკომისიო

ყოველთვის დააკვირდით სესხის გაცემის საკომისიოს, რაც სტანდარტულად თანხის 0,6 იდან 2 პროცენტამდე მერყეობს, შეიძლებ მეტიც.

შეევაჭრეთ გაცემის საკომისიოს შემცირებაზე;

დააკვირდით რომ არ იყოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის განაღდების საკომისიო, ხოლო თუ გათვალისწინებულია, არ გაანაღდოთ თანხა, არამედ ისარგებლეთ უნაღდო ანგარიშსწორების გზით; თანხის განაღდების საკომისიო 0,4 დან 0,6 პროცენტამდე მერყეობს, რაც 100 000 აშშ დოლარზე შესაძლოა 600 დოლარსაც კი აღწევდეს;

დააკვირდით ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს;

  • როდესაც თქვენი ბანკირი გეუბნებათ, რომ სესხს გაძლევთ ამა და ამ პროცენტში, თქვენი რეალური ხარჯი სხვა- არანომინალურ, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთშია გაწერილი; აქ მოიაზრება დაზღვევის, გაცემის, ადმინისტრაციული ხარჯებიც.
  • შეამცირებინეთ სიცოცხლის დაზღვევის პროცენტი, რაც სტანდარტულად 0,72%-ს უტოლდება; გააუქმებინეთ ქონების დაზღვევის პროცენტი.

სხვა საინტერესო სტატიებისთვის განაგრძე კითხვა.

 

[elementor-template id="2937"]