შრომითი ხელშეკრულება

შრომითი ხელშეკრულება – ფორმა და ვადა

ადვოკატი დავით მეტრეველი კომპანიებისა და დასაქმებულების უფლებებისთვის

შრომითი ხელშეკრულების ფორმისა და ვადების შესახებ.
 რა ფორმით უნდა დაიდოს შრომის ხელშეკრულება (ზეპირი თუ წერილობითი)?
 როდის იდება ვადიანი/უვადო შრომითი ხელშეკრულება?
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. პრაქტიკაში ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც შრომითი ურთიერთობები კონკლუდენტური მოქმედებითაც წარმოიშვება, ანუ დასაქმებული ყოველგვარი შეთანხმების გარეშე იწყებს განგრძობად შრომას, ხოლო დამსაქმებელი შრომის საპირწონედ მას რეგულარულად უხდის თანხას. ეს ურთიერთობა ხელშესახები შედეგისკენ არ უნდა იყოს მიმართული(უმთავრესად სწორედ ეს დათქმა მიჯნავს შრომით ხელშეკრულებას ნარდობის(და მომსახურების) ხელშეკრულებისგან.
კანონი განსაზღვრავს, რომ:
• თუ ხელშეკრულება 1 თვეზე მეტი ვადით იდება, აუცილებელია გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმა.
• 1 წელზე მეტით ვადით თუ იდება  ხელშეკრულება, იგი ითვლება უვადოდ.
ეს წესი არ მოქმედებს როცა არსებობს ობიექტური საფუძველი, რაც ლეგიტიმურს გახდის მაგალითად 14 ან 18 თვიანი ხელშეკრულების დადებას.
თუ ეს საფუძველი არ ასებობს, 12 თვეზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ითვლება;
• დღეს დამსაქმებლები ყველანაირად ცდილობენ რომ უვადო ხელშეკრულების დადებას თავი აარიდონ, ამიტომ აფორმებენ 1 წლიან ხელშეკრულებებს, ხოლო ვადის ამოწურვისას თავიდან გვიდებენ 1 წლიან ხელშეკრულებებს.
ეს მავნე პრაქტიკაა, ამიტომ… უსასრულოდ უფლებრივად არამდგრად პოზიციაში რომ არ ვიყოთ, კანონში გაიწერა შემდეგი: „თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
ვადიანი შრომის ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი  ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.
აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ უვადო ხელშეკრულების დადების წესები არ ვრცელდება დამწყებ საწარმოებზე(რეგისტრაციიდან 48 თვემდე);
სხვა სტატიებისთვის ეწვიეთ ლინკს.

[elementor-template id="2937"]