ადვოკატი

ადვოკატი

დავით მეტრეველი, ადვოკატის პროფესიაზე

ადვოკატი – ოფიციალური განმარტებით ეს არის პირი, რომლის პროფესიაა იურიდიული დახმარება გაუწიოს მოქალაქეს / სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაცია-დაწესებულებას.

თანამედროვე ადვოკატის პროფესიაზე მსჯელობის დაწყებამდე განვიხილოთ  ისტორიული პერიპეტიები.

სიტყვა ადვოკატი სხვა ენებში შესულია ლათინური Advocatus-დან.

ეს არის სპეციალური ცოდნის მქონე პირი,, რომელიც რჩევებს გასცემს, წარმოადგენს და იცავს არამხოლოდ სამართლებრივ სუბიექტებს, ფიზიკურსა თუ იურიდიულ პირებს, არამედ ადვოკატი ისტორიულად, ისევე როგორც დღეს არის ის პირიც, ვინც იცავს გარკვეულ იდეებსა თუ შეხედულებებს.

გაიხსენეთ ფარტაძისა და აიეტის ისტორია, ისინი იდეის, სტრატეგიის ადვოკატები იყვნენ.

საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული აზრი რომ იყო ადვოკატი ნიშნავს შეგეძლოს კარგად კამათი.

ჩვენი აზრით ეს არასწორია, კამათი მხოლოდ წაგებული საქმის ადვოკატს სჭირდება.

ჩვენ ვთვლით, რომ იყო საუკეთესო / ძლიერი ადვოკატი გულისხმობს გქონდეს ხასიათი, სითამამე, თანდაყოლილი ქარიზმა და  კარგად შეგეძლოს სახალხოდ ლოგიკური მსჯელობა, შესაბამისი ბმებისა და კავშირების დანახვა და მათი გადაცემა მსმენელისათვის.

იგი მსმენელს არ უხსნის, არ უღეჭავს ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე, მოლაპარაკებებისას ადვოკატი ლოგიკური ბმების ჩაწვეთებით მსმენელს აძლევს შესაძლებლობას

თავად გამოიტანოს დასკვნა. წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მხოლოდ ასეთ დასკვნას აღიქვამს მსმენელი თავისად, სწორედ ასეთი მიდგომა მუშაობს.

როგორ შევარჩიოთ კარგი იურისტი?

იურისტის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. რისკი ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით თუ პოპულისტ და ბილბორდზე გამოკრულ ადვოკატებს შორის აკეთებთ არჩევანს.

ადვოკატის შერჩევისას უნდა იყოთ ყურადღებით.

ძლიერი  ის კი არ არის ვინც მეტ ბილბორდზეა გამოკრული, ან უფრო დიდ საფასურს იღებს, არამედ ძლიერი ადვოკატის შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ მისი, როგორც იურისტის მიერ დადებული სტატისტიკის მეშვეობით.

[elementor-template id="2937"]