ალიმენტი

ალიმენტის მოთხოვნა და დაკისრება

ალიმენტის მოთხოვნა და დაკისრება

ადვოკატი დავით მეტრეველი ალიმენტის დაკისრების საფუძვლებზე

ალიმენტი არის ყოველთვიური გადასახადი, არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობის სახე.

დღეს მსოფლიოში, განქორწინებათა სტატისტიკა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. მსოფლიოს ამ საკითხში არც საქართველო ჩამორჩება.

როდესაც მეუღლეები გადაწყვეტენ რომ განქორწინების დროა, ისინი უნდა შეთანხმდნენ შესაბამის ქონებრივ და არაქონებრივ/ პირად საკითხებზე.

ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში ჩვენი ცხოვრების სტილსა და ხარისხზე აისახება.

მათგან ერთ-ერთია ალიმენტი.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეები თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებმა საკუთარი ძალებით ვერ გადაწყვიტეს ალიმენტის საკითხი, შემდეგ აღნიშნულს სასამართლო წყვეტს.

რა ფაქტორებს ითვალისწინებს სასამართლო ალიმენტის მოთხოვნის თანხის ოდენობის განსაზღვრისას?

მოსამართლე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მეუღლეთა ფინანსურ მდგომარეობას, ოჯახურ მდგომარეობას და არასრულწლოვანი შვილის ფინანსურ საჭიროებებს. სწორედ ამ ორი ინტერესის ჭიდილის საფუძველზე დგინდება ალიმენტის სამართლიანი ოდენობა.

ალიმენტს სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი დათვლის პრინციპით.

ყოველთვის მამას ეკისრება თუ არა ალიმენტის გადახდის ვალდებულება?

ალიმენტის დაკისრება ხორციელდება იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც საცხოვრებლად რჩებიან არასრულწლოვანი/ შრომისუუნარო შვილები.

უკვე პრაქტიკაში გვქონდა მრავალი შემთხვევა, როდესაც ალიმენტის ყოფილი მეუღლისთვის დაკისრების მოთხოვნით მოგვმართავენ მამაკაცები.

იმისათვის, რომ მოპასუხეს დავაკისროთ ალიმენტი, საჭიროა შესაბამისი ფორმით შედგენილი სარჩელის შეტანა, მოთხოვნის სწორად ფორმულირება და შესაბამისი არგუმენტაცია, რაშიც დაგეხმარებათ კვალიფიციური ადვოკატი.

შესაძლებელია თუ არა ალიმენტის გარდა, ალიმენტის გადამხდელს მოვთხოვოთ სხვა ხარჯების გაღება?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფიქსირებული სახდელისა, მოპასუხე მხარე არ თავისუფლდება დამატებით გაზრდილ ხარჯებში მონაწილეობისაგან, მიუხედავად იმისა რა თანხით განისაზღვრება ალიმენტი.

ეს არის არაორდინალური ხარჯები, ისეთი, რომლის გათვალისწინებაც ალიმენტის მოთხოვნის დროისთვის შეუძლებელი იყო.

ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა საჭიროებისა და ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესაბამისად.

სხვა საინტერესო სტატიებისთვის მოგვყევი და თვალი გვადევნე.

იურიდიული კომპანია “სამართლის ხელი”

[elementor-template id="2937"]