მწვანე ბარათი

მწვანე ბარათი (Green card) მითები და რეალობა

ოქტომბერი მოდის და საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იწყებს მზადებას ამერიკის მწვანე ბარათის

გათამაშებაში ჩასართავად. ყველას აქვს სურვილი აიხდინოს ამერიკული ოცნება.

ვინაიდან მწვანე ბარათის გათამაშება ბოლო ათწლეულების განმავლობაში უაქტუალურესია, მის გარშემო დროთა განმავლობაში ფორმირდა უამრავი საფუძვლიანი და უსაფუძვლო მითი.

ამ სტატიაში ჩვენ გამოვკვეთავთ რა არის მითი და რა შეესაბამება რეალობას.

„წლების განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ ტყუილი ყოფილა… ჩაწყობითაა“.

სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ნაცნობებთან საუბრისას ხშირად შევხვდებით მსგავს ფრაზებს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს აზრი არ შეესაბამება რეალობას. ~

რეალურად, მწვანე ბარათის გათამაშება არის წმინდა წყლის ლატარია, რომელიც შემთხვევითობაზეა დაფუძნებული და ყველას აქვს შანსი მოიგოს.

„თუ მწვანე ბარათის გათამაშება ში დარეგისტრირდებით აშშ- დან ან ევროპიდან, უფრო დიდი შანსია მოიგოთ.“

ეს შეხედულებაც არ შეესაბამება რეალობას. ეს მითი მოდის საზღვარგარეთ მცხოვრები „გაქექილი“ პიროვნებებისგან, რომელებიც დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით მიმართავენ ასეთ მარკეტინგულ ხრიკს. ისინი სთავაზობენ საქართველოში მცხოვრებ პირებს უცხოური IP მისამართიდან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. მაგრამ, რეალურად არანაირი პრივილეგია ასეთ რეგისტრაციას არ გააჩნია.

„მწვანე ბარათის გათამაშებაში თუ მოვიგებთ აშშ-ს სახელმწიფო უზრუნველგვყოფს საცხოვრებლით/ სამსახურით.“

სახელმწიფო არც სამსახურით არ უზრუნველგვყოფს, არც საცხოვრებლით. ესაა ერთგვარი ბინადრობის უფლება. პირიქით, ამერიკაში წასვლა მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაშიც კი საკაოდ სოლიდურ ფულად რესურსებს საჭიროებს.

„მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგება აპრიორი გულისხმობს რომ ჩვენ ამერიკაში მოვხვდებით. „

რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ პირველ ეტაპს წარმატებით გაივლით, არსებობს კიდევ ბევრი ფაქტორი რომელსაც შეუძლია დამაბრკოლებელ გარემოებად გექცეთ. ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესია ე.წ. ქეის ნომერი.

„ ამერიკაში წასვლა არ მინდა, მაგრამ მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეგისტრაცია მაინც გავიარე. თუ მოვიგე გავყიდი. „

რეალურად, მწვანე ბარათის ყიდვა გაყიდვა არ ხდება.

„ბანკის ვალების გამო შეიძლება უარი გვითხრან და ვერ წავიდეთ ამერიკაში.“

მოკლედ, ძირითადად ხალხს იმიტომ უნდა ამერიკაში წასვლა , რომ აქვთ ბანკის ვალები. ეს არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას.

„ თუ საზღვარგარეთის პასპორტი მექნება მწვანე ბარათის მოგების მეტი შანსი მექნება?“

მათთვის, ვინც ასეთ კითხვას სვამს ვიტყვით, რომ პასპორტის გარეშე არათუ მოგების, არამედ მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციის შანსიც კი არ გაქვთ.

„მწვანე ბარათის გათამაშებაზე აცრის გარეშე ვერ დავრეგისტრირდები?“

აცრის გარეშე დარეგისტრირდებით. საერთოდაც, ამერიკის ზოგიერთ შტატში პირისთვის აცრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა თუნდაც დამსაქმებლის მხრიდან ითვალისწინებს სანქციას.

„მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია ფასიანია.“

არა, რეგისტრაცია არის აბსოლუტურად უფასო. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ესმის ცოტა ინგლისური და აქვს შესაბამისი მონდომება.

„ შარშან -ა. ა-სთან შევავსე, ვერ  მოვიგე და მოდი ახლა ბ-ბ-სთან შევავსებ“

რეალურად, ისევ გავიმეორებთ რომ ეს არის მწვანე ბარათის ლატარია . მნიშვნელობა არ აქვს ვინ ავსებს, მთავარია მონაცემები შესაბამის გრაფაში სწორად შეივსოს.

 

სხვა სტატიებისთვის ეწვიეთ ლინკს.

ადვოკატი დავით მეტრეველი

[elementor-template id="2937"]